შეხვედრა 1 — რუკის შედგენა (Creating Maps)¶
📹 ვიდეო ჩანაწერი¶
| ჩაწერის თარიღი | 12.05.2026 |
| კურსი | Introduction to QGIS — Spatial Thoughts (Ujaval Gandhi) |
| გამოყენებული სისტემა | Linux Fedora KDE · QGIS Desktop on qgis-box · Podman Container |
| შინაარსი | 99% პრაქტიკული სამუშაო |
ვიდეოს გამოყენების შეახებ
© ვიდეოს ჩაწერის ნებართვა მიღებულია აუდიტორიაშივე, ჩანაწერის გაკეთებამდე. ვიდეო განკუთვნილია ამ კურსის სტუდენტებისთვის სასწავლო მიზნებისთვის.
🎯 შეხვედრის მიზანი¶
ეს შეხვედრა არის Spatial Thoughts-ის "Introduction to QGIS" კურსის პირველი ეტაპი.
მიზანი: მომავალში სტუდენტმა შეძლოს ამ კურსის დამოუკიდებლად გავლა და ოფიციალური QGIS სერტიფიკატის მოპოვება.
🔗 კურსის ოფიციალური გვერდი
🏅 სერტიფიკაციის შესახებ → იხ. ჩვენი გვერდი
⚙️ კურსის დაწყებამდე (Setup)¶
სანამ კურსზე იმუშავებ, ეს ნაბიჯები სავალდებულოა:
1. QGIS ვერსია¶
გამოიყენე სწორი ვერსია
კურსი გათვლილია QGIS LTR 3.44.x-ზე. სხვა ვერსიაზე ინტერფეისი და ხელსაწყოები შეიძლება განსხვავდებოდეს.
2. მონაცემების ჩამოტვირთვა¶
კურსის ყველა სავარჯიშოსთვის საჭირო მონაცემები ერთ ZIP ფაილშია:
🔗 კურსის მონაცემების ჩამოტვირთვა
გაშალე ZIP და გახსოვდეს სად ინახება — ყოველ სავარჯიშოში საჭირო გახდება.
3. Toolbar-ების ჩართვა¶
View → Toolbars მენიუში ჩართე:
- Map Navigation Toolbar
- Attributes Toolbar
- Digitizing Toolbar
- Advanced Digitizing Toolbar
- Shape Digitizing Toolbar
- Snapping Toolbar
- Label Toolbar
- Selection Toolbar
4. Plugin-ების ინსტალაცია¶
Plugins → Manage and Install Plugins → მოძებნე და დააინსტალირე:
| Plugin | გამოყენება |
|---|---|
| QuickMapServices | ფონური რუკები (OpenStreetMap, Google...) |
| QuickOSM | OpenStreetMap-იდან მონაცემების ჩამოტვირთვა |
📚 შეხვედრაზე გავლილი — Module 1: Creating Maps¶
სავარჯიშო 1.1 — ვექტორული მონაცემების იმპორტი¶
Case study: მნიშვნელოვანი მიწისძვრები 2000–2020 წლებში
ისწავლი:
Data Source Manager-ით ფაილების გახსნა:- Shapefile (
.shp) — ვექტორული ფორმატი - GeoPackage (
.gpkg) — თანამედროვე ფორმატი - Delimited Text (
.csv) — კოორდინატებიანი ცხრილი
- Shapefile (
- ატრიბუტული ცხრილის (
Attribute Table) გახსნა და კითხვა Select Features by Value— ობიექტების შერჩევა მნიშვნელობით- ფენების პანელი (
Layers Panel) — ფენების რიგი და ხილვადობა
მთავარი გასაგები
GIS-ში ყველაფერი ფენაა (Layer). თითოეული ფენა ერთ მონაცემთა წყაროს წარმოადგენს. ფენების რიგი განსაზღვრავს, რომელი ზემოდან ჩანს.
სავარჯიშო 1.2 — სიმბოლოები (Symbology)¶
ისწავლი:
Layer Properties→Symbology— ფენის სტილის შეცვლა- Single Symbol — ყველა ობიექტი ერთნაირი სიმბოლოთი
- Categorized — კატეგორიების მიხედვით სხვადასხვა ფერი
- Graduated — რიცხვითი მნიშვნელობების მიხედვით ზომა/ფერი
- პროპორციული წრეები — Data-driven size (მიწისძვრის სიმძლავრე → წრის ზომა)
- პროექციის შეცვლა Equal Earth-ზე (
Project→Properties→ CRS)
რატომ ვცვლით CRS-ს? WGS 84 → Equal Earth (EPSG:8857)
მიწისძვრების რუკის შედგენისას საკოორდინატო სისტემის შეცვლა WGS 84 (EPSG:4326)-დან WGS 84 / Equal Earth Greenwich (EPSG:8857)-ზე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია კარტოგრაფიული თვალსაზრისით.
1. მიზეზი: დამახინჯების თავიდან აცილება
WGS 84 (EPSG:4326) არ არის პროექცია — ეს არის გეოგრაფიული საკოორდინატო სისტემა. როდესაც მას ვიყენებთ რუკაზე, QGIS მას გამოსახავს ისე, თითქოს დედამიწა იყოს ბრტყელი კვადრატი. ეს იწვევს ფორმების ძლიერ დამახინჯებას, განსაკუთრებით პოლუსებთან ახლოს (მაგ. ანტარქტიდა და გრენლანდია არაბუნებრივად დიდი ჩანს).
Equal Earth კი არის ტოლფართობიანი (Equal-area) პროექცია — მისი მთავარი მიზანია, დედამიწის სხვადასხვა ნაწილების ფართობები რეალური პროპორციით გამოჩნდეს.
2. ეფექტი: მონაცემთა სწორი აღქმა
- WGS 84-ში: წერტილების სიმჭიდროვე ვიზუალურად იცვლება განედის მიხედვით — ჩრდილოეთის ქვეყნები "გაწელილია", რაც მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის მიწისძვრების გავრცელებაზე.
- Equal Earth-ში: რუკა ინარჩუნებს ფართობების რეალურ თანაფარდობას — დამთვალიერებელი სწორად აღიქვამს, სად არის მიწისძვრების რეალური სიმჭიდროვე.
3. ესთეტიკა და პროფესიული სტანდარტი
Equal Earth პროექცია შეიქმნა 2018 წელს და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და ვიზუალურად სასიამოვნო პროექციად მსოფლიო რუკებისთვის. მას აქვს მომრგვალებული (ოვალური) ფორმა, რაც დედამიწის სფერულობას უფრო კარგად ასახავს.
QGIS-ში ეს ასე გამოიყურება:
პროექტის CRS-ის შეცვლისას (ქვედა მარჯვენა კუთხეში EPSG კოდზე დაჭერით):
- 🗺️ რუკის ფორმა გახდება ოვალური/ელიფსური
- 🌍 კონტინენტები მიიღებენ უფრო ბუნებრივ ფორმას
- 📍 მიწისძვრის წერტილები ავტომატურად გადაადგილდება ახალ კოორდინატებზე
მოკლედ: ამას აკეთებ იმისათვის, რომ რუკა იყოს მეცნიერულად უფრო ზუსტი (ფართობების თვალსაზრისით) და ვიზუალურად უფრო პროფესიონალური.
Layer Properties → Symbology
↓
Graduated → Column: mag (მაგნიტუდა)
↓
Method: Size → Min: 1px, Max: 10px
↓
Classify → OK
Data-driven Symbology
როდესაც სიმბოლოს ზომა ან ფერი მონაცემის მნიშვნელობაზეა დამოკიდებული — ეს Data-driven ვიზუალიზაციაა. მიწისძვრების შემთხვევაში: დიდი მაგნიტუდა = დიდი წრე.
სავარჯიშო 1.3 — წარწერები (Labelling)¶
ისწავლე:
Layer Properties→Labels→Single Labels- Expression-ბაზირებული წარწერა — ატრიბუტების გაერთიანება:
||— სიმბოლოების შეერთება (concatenation)
'\n'— ახალი ხაზი - წარწერის ფონი (background) და callout line — ისარი ობიექტიდან ეტიკეტამდე
- Manual Placement — წარწერის ხელით გადატანა
Label Toolbar-ით
QGIS Expression-ები
Expression-ები QGIS-ის ყველაზე ძლიერი ხელსაწყოა — წარწერებში, სიმბოლოებში, ველების გამოთვლაში. ბევრ სავარჯიშოში გამოჩნდება.
სავარჯიშო 1.4 — ბეჭდვის განლაგება (Print Layout)¶
ისწავლე:
Project→New Print Layout— ახალი განლაგების გახსნა-
ელემენტების დამატება:
ელემენტი ღილაკი / მენიუ 🗺️ რუკა Add Map 📝 სათაური Add Label 🔑 ლეგენდა Add Legend 📏 მასშტაბი Add Scale Bar 🖼️ სურათი/ლოგო Add Picture ⬜ ჩარჩო Add Shape -
Export as Image— PNG/JPG ფორმატში ექსპორტი Export as PDF— PDF ფორმატში ექსპორტი
შედეგი
სავარჯიშოს ბოლოს გამოვა მიწისძვრების პროფესიონალური რუკა — სათაურით, ლეგენდით, მასშტაბური ზოლით, ლოგოთი.
📝 შენიშვნები შეხვედრიდან¶
Challenge დავალებები — გამოტოვებულია
თითოეული სავარჯიშოს ბოლოს კურსში არის Challenge ნაწილი. ამ შეხვედრაზე ეს ნაწილები გამოტოვებულია — მომავალ ეტაპზე განახლდება.
💡 სახლში გასაკეთებელი: სცადე Challenge-ები დამოუკიდებლად! კურსის ოფიციალური გვერდი განმარტებებს შეიცავს.
🏠 სახლში სავარჯიშო¶
სანამ მომდევნო შეხვედრაზე მოხვალ, გაიმეორე:
- 1.1 — გახსენი სხვადასხვა ფორმატის ფაილი (
.shp,.gpkg,.csv) - 1.2 — Graduated სიმბოლო სხვა ატრიბუტზე გამოიყენე
- 1.3 — expression-ით ეტიკეტი დაამატე 2+ ველის გაერთიანებით
- 1.4 — საკუთარი Print Layout გააკეთე, PDF-ად გაიხადე
- Challenge — კურსის Challenge ამოცანები სცადე
🔗 გამოყენებული თეორიული რესურსები¶
| რესურსი | ბმული |
|---|---|
| 🌐 OSDoc QGIS — საბაზო თეორია | osdoc.qgis.ge |
| 📘 GTU — პროექტის ფაილი | gtu.qgis.ge/GIS_SKA/Theory/Project_file/ |
| 📘 GTU — შეიპ-ფაილი | gtu.qgis.ge/GIS_SKA/Theory/Shapefile/ |
| 📘 GTU — ვექტ. შრის შენახვა | gtu.qgis.ge/GIS_SKA/Theory/Save_vector_layer/ |
| 📘 GTU — სტილები QML/SLD | gtu.qgis.ge/GIS_SKA/Theory/QML_SLD/ |
| 🎓 Spatial Thoughts კურსი | courses.spatialthoughts.com/introduction-to-qgis.html |
⏭️ მომდევნო შეხვედრა¶
Module 2: Visualizing Spatial Data
- ცხრილების Join (
Table Join) — ვექტ. ფენა + CSV - მონაცემების ნორმალიზაცია
- Choropleth რუკა — მოსახლეობის სიმჭიდროვე