შეხვედრა 2 — სივრცული მონაცემების ვიზუალიზაცია (Visualizing Spatial Data)¶
📹 ვიდეო ჩანაწერი¶
▶️ 2. Visualizing Spatial Data
| ჩაწერის თარიღი | 24.05.2026 |
| კურსი | Introduction to QGIS — Spatial Thoughts (Ujaval Gandhi) |
| გამოყენებული სისტემა | Linux Fedora KDE · QGIS Desktop on qgis-box · Podman Container |
| შინაარსი | 99% პრაქტიკული სამუშაო |
ვიდეოს გამოყენების შეახებ
© ვიდეოს ჩაწერის ნებართვა მიღებულია აუდიტორიაშივე, ჩანაწერის გაკეთებამდე. ვიდეო განკუთვნილია ამ კურსის სტუდენტებისთვის სასწავლო მიზნებისთვის.
🎯 შეხვედრის მიზანი¶
ეს შეხვედრა არის Spatial Thoughts-ის "Introduction to QGIS" კურსის მეორე ეტაპი.
მიზანი: მომავალში სტუდენტმა შეძლოს ამ კურსის დამოუკიდებლად გავლა და ოფიციალური QGIS სერტიფიკატის მოპოვება.
🔗 კურსის ოფიციალური გვერდი
🏅 სერტიფიკაციის შესახებ → იხ. ჩვენი გვერდი
📚 შეხვედრაზე გავლილი — Module 2: Visualizing Spatial Data¶
სავარჯიშო 2.1 — Table Joins¶
Case study: მოსახლეობის მონაცემების შეერთება ქვეყნების გეომეტრიასთან
ისწავლი:
- Table Join — ატრიბუტული ცხრილის შეერთება ვექტორულ ფენასთან
- CSV ფაილის ფენად დამატება
Data Source Manager-ით Layer Properties→Joins— ველების შეერთება საერთო გასაღებით (key field)- Join-ის შემდეგ ახალი ველების შემოწმება
Attribute Table-ში
Table Join-ის პრინციპი
Join მუშაობს როგორც SQL-ის JOIN — ორ ცხრილს აერთებს საერთო ველის მიხედვით.
მაგ.: ქვეყნის კოდი (ISO) ვექტორულ ფენაში = ქვეყნის კოდი CSV-ში.
სავარჯიშო 2.2 — Creating Choropleth Maps (კარტოგრამა)¶
Case study: მოსახლეობის სიმჭიდროვის Choropleth რუკა
ისწავლი:
- Graduated renderer — ნორმალიზებული მონაცემების ვიზუალიზაცია
- Color Ramp-ის შერჩევა (sequential vs diverging)
- კლასებად დაყოფის მეთოდები:
- Equal Count (Quantile) — თანაბარი რაოდენობა კლასში
- Equal Interval — თანაბარი დიაპაზონი
- Natural Breaks (Jenks) — ბუნებრივი გახლეჩვა
- Query Builder — ფენის ფილტრაცია SQL გამოხატულებით
Layer Properties → Symbology
↓
Graduated → Column: (joined field)
↓
Color Ramp → კლასების რაოდენობა
↓
Classify → OK
ნორმალიზაცია
Choropleth რუკაში ყოველთვის გამოიყენება ნორმალიზებული მონაცემი (%, სიმჭიდროვე, per capita), არა აბსოლუტური მნიშვნელობა — წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ფართობის ქვეყნები ყოველთვის "გაიმარჯვებენ".
📝 შენიშვნები შეხვედრიდან¶
Challenge დავალებები — გამოტოვებულია
თითოეული სავარჯიშოს ბოლოს კურსში არის Challenge ნაწილი. ამ შეხვედრაზე ეს ნაწილები გამოტოვებულია — მომავალ ეტაპზე განახლდება.
💡 სახლში გასაკეთებელი: სცადე Challenge-ები დამოუკიდებლად! კურსის ოფიციალური გვერდი განმარტებებს შეიცავს.
🔗 გამოყენებული თეორიული რესურსები¶
| რესურსი | ბმული |
|---|---|
| 📘 QGIS Docs — Graduated Renderer | docs.qgis.org — Graduated Renderer |
| 📘 GTU — შეხვედრა 2 | gtu.qgis.ge/GIS_SKA/Certification/Meeting_2/ |
| 📘 QGIS Docs — Query Builder | docs.qgis.org — Query Builder |
| 🎓 Spatial Thoughts კურსი | courses.spatialthoughts.com/introduction-to-qgis.html |
რუკების კლასიფიკაცია — ვიზუალიზაციის მეთოდები¶
"False Friends" — კარტოგრამა vs Cartogram¶
ტერმინოლოგიური ხაფანგი
ქართულ და ინგლისურ GIS ლიტერატურაში ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვა რამეს ნიშნავს:
| ქართული ტერმინი | ინგლისური შესატყვისი | აღწერა |
|---|---|---|
| კარტოგრამა | Choropleth Map | ფერით შეფერადებული გეოგრაფიული არეალები |
| ანამორფული რუკა | Cartogram | ფართობი დამახინჯებულია მონაცემის მიხედვით |
გავრცელებული შეცდომა
ვინც "ანამორფულ რუკებს" (Cartogram) ქართულად კარტოგრამას უწოდებს — არასწორია. ეს კლასიკური False Friend-ია: სიტყვები ჰგვანან, მაგრამ სხვადასხვა ობიექტს აღნიშნავენ.
Choropleth რუკა (ქართ. კარტოგრამა)¶
Choropleth რუკები იყენებენ ფერს როგორც სიმბოლოს — ნორმალიზებული მონაცემების ვიზუალიზაციისთვის წინასწარ განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში.
პასუხობს კითხვას:
„როგორ იცვლება პროპორციები ან პროცენტები გეოგრაფიული არეალების მიხედვით?"
როგორ მუშაობს:
გეოგრაფიული არეალი (პოლიგონი)
↓
მონაცემი / სტატისტიკა
↓
რიცხობრივი დიაპაზონები → კატეგორიები
↓
ფერი = კატეგორია
მაგალითები:
- საქართველოს რეგიონები მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით
- ვირუსის გავრცელება მუნიციპალიტეტების მიხედვით
- საშუალო ხელფასი რაიონების მიხედვით
Heatmap (სიმკვრივის რუკა)¶
Heatmap გამოიყენება წერტილოვანი მონაცემების განაწილების ვიზუალიზაციისთვის.
პასუხობს კითხვას:
„როგორ ნაწილდება / კონცენტრირდება რამე სივრცეში?"
Heatmap-ის სპეციფიკა:
- არეალი მონაცემებითვე განისაზღვრება — არ არის წინასწარ მოცემული
- ფერი იცვლება ცივიდან → ცხელამდე სიმკვრივის მიხედვით
- საზღვრები ბუნდოვანია, გლუვი გადასვლებით
Choropleth vs Heatmap — შედარება¶
| კრიტერიუმი | Choropleth | Heatmap |
|---|---|---|
| არეალის საზღვრები | წინასწარ განსაზღვრული (რეგიონი, მუნიც.) | მონაცემებიდან გამომდინარე |
| მონაცემის ტიპი | ნორმალიზებული (%, სიმჭიდროვე) | წერტილოვანი, კოორდინატები |
| ფერის მნიშვნელობა | კატეგორია / დიაპაზონი | სიმკვრივე / ინტენსივობა |
| ვიზუალური შედეგი | მკვეთრი საზღვრები | გლუვი გრადიენტი |
| შედარება | ✅ ადვილი | ❌ რთული |
მარტივი გასახსენებელი
- Choropleth = "ვინ რამდენია რომელ ადგილას" — ადმინისტრაციული საზღვრები
- Heatmap = "სად კონცენტრირდება" — მონაცემის განაწილება
ანამორფული რუკა (Cartogram)¶
Cartogram ≠ კარტოგრამა
Cartogram (ქართ. ანამორფული რუკა) — გეოგრაფიული ფართობი დამახინჯებულია მონაცემის მიხედვით.
- ქვეყნის ზომა პროპორციულია მოსახლეობაზე / GDP-ზე / სხვა მაჩვენებელზე
- ფორმა გახლეჩილია, მაგრამ ტოპოლოგიური კავშირი შენარჩუნებულია
- ვიზუალურად "ტყლარწია" — სწორედ ამიტომ ემთხვევა ქართული სახელი