შიგთავსზე გადასვლა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026-10-12

ეს გვერდი აღწერს, როგორ მუშაობს საიტი gtu.qgis.ge და მისი Android აპლიკაცია GTU GIS მონაცემების თვალსაზრისით.

რას ვაგროვებთ

ანონიმურ სტატისტიკას (Google Analytics). თანხმობის შემთხვევაში საიტი იყენებს Google Analytics 4-ს. ის ინახავს cookie-ებს და გვაძლევს ზოგად ინფორმაციას: რამდენი ვიზიტორია, რომელი გვერდებია პოპულარული, რა მოწყობილობიდან და რომელი ქვეყნიდან შემოდიან. ეს მონაცემები გამოიყენება მხოლოდ მასალების გასაუმჯობესებლად. პირად ინფორმაციას (სახელი, ელფოსტა) ანალიტიკა არ გვაწვდის.

თანხმობა ეკითხება ბანერი პირველად ვიზიტზე. გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლია გვერდის ბოლოში ღილაკით „Cookie settings“. თანხმობის გარეშე ანალიტიკა არ ირთვება.

რას არ ვაგროვებთ

  • საიტს არ აქვს რეგისტრაცია და მომხმარებლის ანგარიშები.
  • აპლიკაცია არ იყენებს კამერას, მიკროფონს, კონტაქტებს და მდებარეობას. მას მხოლოდ ინტერნეტი სჭირდება.

მონაცემები შენს მოწყობილობაზე

  • ქვიზების შედეგები ინახება მხოლოდ შენს ბრაუზერში (localStorage) და სერვერზე არ იგზავნება.
  • ოფლაინ რეჟიმი: საიტი ინახავს ნანახ გვერდებს ბრაუზერის ქეშში, რომ ინტერნეტის გარეშეც გაიხსნას.

მესამე მხარეები

  • Google Analytics: იხ. ზემოთ.
  • Google Fonts: შრიფტები იტვირთება Google-ის სერვერებიდან.
  • GitHub Pages / Cloudflare: საიტის ჰოსტინგი. ისინი სტანდარტულად ინახავენ ტექნიკურ ჟურნალებს (IP მისამართი და სხვა).

აპლიკაცია

Android აპლიკაცია საიტის WebView-ია. ის თავად მონაცემებს არ ინახავს და არ გზავნის, ზემოთ აღწერილი სტატისტიკა კი იმავე წესებით მუშაობს, რადგან აპლიკაციაში იგივე საიტი იტვირთება.

ცვლილებები და კონტაქტი

პოლიტიკის განახლებისას ამ გვერდზე თარიღი შეიცვლება. კითხვებისთვის მოგვწერეთ: [email protected].